ოკუპირებულ დონეცკში უკრაინის მხარეს მებრძოლ სამ უცხოელს სიკვდილი მიუსაჯეს

პუბლიკა

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში უკრაინის მხარეს მებრძოლ სამ უცხოელს სასიკვდილო განაჩენი მიუსაჯეს.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უზენაესი სასამართლოს შეფასებით, ისინი „დაქირავებული მებრძოლები“ იყვნენ, ამ მიზეზით ბრიტანელ მებრძოლებს, ეიდენ ასლინსა და შონ პინერს, ასევე მაროკოელ საადუნ ბრაჰიმს სასჯელის უმაღლესი ზომა, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

ე.წ. სასამართლომ მათ სასჯელის გასაჩივრებისთვის ერთთვიანი ვადა მისცა.

ტყვეობაში მყოფი სამხედროების სიკვდილით დასჯა ომის დანაშაულია, თუმცა უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, მათ ტყვეობაში მყოფ უცხოელ მებრძოლებს ჟენევის კონვენცია არ დაიცავდა.

უკრაინის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ რუსულ ტყვეობაში მყოფი უცხოელი მოქალაქეები უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ უკრაინელების მსგავსად. შესაბამისად, მათდამი მოპყრობაც უკრაინელების მსგავსი უნდა იყოს.

LB loan image desktop LB loan image mobile