ოკუპირებული ლუჰანსკის „რესპუბლიკამ“ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა

პუბლიკა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ლუჰანსკის „რესპუბლიკამ“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. ოკუპირებულ რეგიონებს შორის უკვე დამყარდა „დიპლომატიური ურთიერთობა“.

აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა პირველად რუსეთმა აღიარა საქართველოში 2008 წლის ომის შემდეგ, მას შემდეგ რუსეთს მსოფლიოს სულ რამდენიმე ქვეყანა შეუერთდა ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლაც ცნობაში. რუსეთის ხელისუფლებამ აღიარა პირველმა ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაც, ამჯერად უკრაინაში შეჭრის წინ.