ოპოზიციური პარტიების საკონსტულაციო ფორმატმა ისანში კანდიდატად ვაშაძე დაასახელა, გადაწყვეტილება არ შეიცვლება - ნათელაშვილი

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიების საკონსტულაციო ფორმატმა ისნის რაიონში საერთო კანდიდატად გიორგი ვაშაძე დაასახელა, ამ გადაწყვეტილების შეცვლა არ მოხდება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. 

„ჩვენ ყველა პარტიის სუვერენულ გადაწყვეტილებებს პატივს ვცემთ, მაგრამ ისნის რაიონში ოპოზიციური პარტიების საკონსტულაციო ფორმატმა საერთო კანდიდატად გიორგი ვაშაძე დაასახელა. ამ გადაწყვეტილების შეცვლა არ მოხდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენ მიერ დასახელებულ კანდიდატს. მე მაინც ვფიქრობ, აქ ჭარბობს ემოციური მომენტი ყოფილ თანაპარტიელებს შორის და ვფიქრობ, გადალახვადი მომენტებია. ჯერ კიდევ ერთი თვეა კანდიდატურის დასახელებამდე და ვფიქრობ, ეს საკითხი მოგვარებადია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ისანში ხატია დეკანოიძე იქნება. 19 ივნისს ოპოზიციურმა ერთობამ ისნის მაჟორიტარულ ოლქში გიორგი ვაშაძის კანდიდატურა დაასახელა.