ორი კვირის განმავლობაში უნდა გამოვიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ მომდევნო ორი კვირა იქნება კრიტიკული და ეს დღეები აჩვენებს, როგორ განვითარდება პროცესები ეპიდემიის გავრცელების მხრივ.

„მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უნდა გამოვიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე და ეს უნდა იყოს ჩვენი გადაწყვეტილებების ამომავალი წერტილი, მათ შორის, ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზეც”, – აცხადებს კობახიძე.

კობახიძის თქმით, ჯერ უცნობია, როდის შეიკრიბება პარლამენტში სხდომა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ სამსჯელოდ. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განმარტებით, ჯერ უნდა გამოიცეს პრეზიდენტის აქტი და შემდეგ იმსჯელოს პარლამენტმა, რაც, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში მოხდება.