ორშაბათიდან პარლამენტის შენობაში ვიქნებით - მეგრელიშვილი

პუბლიკა

„გირჩი“ ორშაბათს პარლამენტში მივა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი მედიას ეუბნება, რომ საკანონმდებლო ორგანოში ადამიანების გასაცნობად და მისასალმებლად მივლენ.

მეგრელიშვილის განმარტებით, პარტია პარლამენტში მუშაობას დაიწყებს, თუმცა საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩაერთვება.

„გირჩი“ ბოიკოტის რეჟიმში რჩება და ხელფასებსა და სახელმწიფო დაფინანსებაზეც კვლავ უარს აცხადებს.

„ჩვენ ისედაც გვგონია, რომ მაგ საქმიანობით ვიყავით დაკავებული, უბრალოდ სხვა ფორმატში გადავდივართ. ეს ფორმა არის ყველაზე სწორი და ერთადერთი ფორმა ჩვენთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ რომელიმე მხარეს ბრძოლაში

ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში შევდივართ, თუ შეთანხმება შედგა შევდივართ, როგორც ყველა, ნაციონალური მოძრაობა და ასე შემდეგ. თუ ვერ შედგა შეთანხმება, ჩვენ მაინც ვიქნებით ორშაბათიდან პარლამენტის შენობაში“, – განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.