Oscars 2022 - გამარჯვებულთა სია ცნობილია

პუბლიკა

„ოსკარის“ რიგით 94-ე დაჯილდოება დასრულდა.

კორონავირუსის გამო აღებული პაუზის შემდეგ პირველად საზეიმო ცერემონიალი კვლავ „დოლბის“ თეატრში ჩატარდა. ღონისძიებას პირველად უძღვებოდა სამი ქალი წამყვანი – ემი შუმერი, რეჯინა ჰოლი და ვანდა საიკსი.

გამარჯვებულთა სია

წლის საუკეთესო ფილმი – „CODA“ (აბრევიატურა ინგლ. დასახელებისა) „სმენადაქვეითებული მშობლების შვილი“

ნომინანტები:

  • „კოშმარების ხეივანი“
  • „ზემოთ არ აიხედო“
  • „დიუნი“
  • „მართე ჩემი მანქანა“
  • „ბელფასტი“
  • „ძირტკბილას პიცა“
  • „ძაღლის ძალაუფლება“
  • „ვესტ საიდური ამბავი“
  • „მეფე რიჩარდი“

ლის საუკეთესო მსახიობი კაციუილ სმიტი. 

აკადემიის ჯილდო მანდ მიიღო ბიოგრაფიულ სპორტულ დრამაში „მეფე რიჩარდში“ შესრულებული როლისთვის. უილ სმიტი ფილმში ჩოგბურთელების, სერენა უილიამსისა და ვენუსის მამის და მწვრთნელის როლს თამაშობს.

უილ სმიტთან ერთად ნომინირებულები იყვნენ:

  • ენდრიუ გარფილდი – „ტიკ, ტიკ… ბუმ“
  • ბენედიქტ კამბერბეჩი – „ძაღლის ძალაუფლება“
  • ხავიერ ბარდემი – „Being the ricardos“
  • დენზელ ვოშინგტონი – „მაკბეტის ტრაგედია“

წლის საუკეთესო მსახიობი ქალი – ჯესიკა ჩესტეინი

მსახიობმა ჯილდო ბიოგრაფიულ დრამაში „ტამი ფეის თვალებში“ შესრულებული როლისთვის მიიღო. ჩესტეინი ფილმში ევანგელისტი ტელეწამყვანის ტამი ფეი ბეიქერის როლს თამაშობს.

მასთან ერთად ნომინირებულები იყვნენ:

  • ოლივია კოულმანი – „დაკარგული ქალიშვილი“
  • კრისტენ სტიუარტი – „სპენსერი“
  • ნიკოლ კიდმანი – „Being the ricardos“
  • პენელოპე კრუსი – „პარალელური დედები“

წლის საუკეთესო რეჟისორი – ჯეინ კემპიონი ფილმისთვის „ძაღლის ძალაუფლება“

ნომინირებულები იყვნენ:

  • კენეტ ბრანა – „ბელფასტი“
  • რიუსუკე ჰამაგუჩი – „მართე ჩემი მანქანა“
  • სტივენ სპილბერგი – „ვესტ საიდური ამბავი“
  • პოლ ტომას ანდერსონი – „ძირტკბილას პიცა“

წლის საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი – არიანა დებოუზი „ვესტ საიდური ამბიდან“.

ნომინანტები იყვნენ:

  • კირსტენ დანსთი – „ძაღლის ძალაუფლება“
  • ჯესი ბაქლი – „დაკარგული ქალიშვილი“
  • აუნჯუანე ელისი – „მეფე რიჩარდი“
  • ჯუდი დენჩი – „ბელფასტი“

წლის საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცი – ტროი კოტსური ფილმიდან „CODA“ (აბრევიატურა ინგლ. დასახელებისა) „სმენადაქვეითებული მშობლების შვილი“

ნომინანტები იყვნენ:

  • კოდი სმიტ-მაკფი – „ძაღლის ძალაუფლება“
  • ჯ.კ სიმონსი – „Being the ricardos“
  • Ciaran Hinds – „ბელფასტი“
  • ჯესი პლემონსი – „ძაღლის ძალაუფლება“

წლის საუკეთესო საერთაშორისო ფილმი – „მართე ჩემი მანქანა“;

წლის საუკეთესო ანიმაციური სურათი – „ენკანტო“;

წლის საუკეთესო ორიგინალური სიმღერა – „No Time To Die“ – ბილი აილიში და ფინეასი;

საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის ჯილდო კენეტ ბრანას „ბელფასტმა“ მიიღო; ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში „კოდა“ დაჯილდოვდა.

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი კი „სულის ზაფხული“ გახდა.

დენი ვილნევის „დიუნი“ 6 ოსკარით დაჯილდოვდა – საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის; საუკეთესო მუსიკისთვის ოსკარი კომპოზიტორ ჰანს ციმერს გადაეცა; საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის; საუკეთესო მონტაჟისთვის; საუკეთესო ხმისთვის; საუკეთესო პროდაქშენ დიზაინისთვის.

გამარჯვებულთა და ნომინანტთა სრულ სიას გაეცანით ბმულზე.