პარლამენტის სამივე შესასვლელი პიკეტირებულია

პუბლიკა

ამ დროისთვის პარლამენტის სამივე შესასვლელი პიკეტირებულია. საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, პიკეტირება დილამდე გაგრძელდება, ღამეს იქ გაათევენ, რომ დეპუტატებმა პარლამენტში შესვლა ვერ შეძლონ.

ხვალ დილიდან პარლამენტში ჯერ ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, 12 საათზე კი პლენარული სხდომა.

„ვინც არის პიკიტირებისთვის მზად, დავიძრათ პარლამენტის გარშემო ტერიტორიაზე. პარლამენტის სესია ვერ ჩატარდება სპეცრაზმისა და სხვადასხვა სპეცსამსახურების გარეშე. ჩვენ, ასევე ამ შემოვლის დროს, მოვუწოდებთ პოლიციელებს, რომ მათ არ დაარღვიონ კანონი. ჩვენ არ გვინდა პოლიციასთან ჭიდაობა. ჩვენ გვინდა, რომ მშვიდობიანად მივიდეთ პიკეტირების ლოკაციამდე. ხალხს აქვს უფლება გადაკეტონ გზა, სადაც მას უნდა, თუ არის შესაბამისი რაოდენობა. და აქ არის ბევრი ხალხი”, – განაცხადა ვაშაძემ.

პარლამენტის პიკეტირებაში მონაწილეობას არ იღებს მოძრაობა „ლელო“ და მისი მხარდამჭერები.

LB loan image desktop LB loan image mobile