პარლამენტმა მიიღო ცვლილება, რომლის მიხედვითაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მერიის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვა მთავრობის ნაცვლად საკრებულომ უნდა განსაზღვროს

პუბლიკა

პარლამენტმა მიიღო კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც თბილისში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე მერიის მიერ წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს, საქართველოს მთავრობის ნაცვლად, დედაქალაქის საკრებულო დაადგენს.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილება დაჩქარებული წესით განიხილეს და მიიღეს.

ანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ თბილისის იმ ნაწილებში, სადაც ისტორიული ძეგლებია, ხშირად ხვდებიან სხვადასხვა სარდაფებს, არტეფაქტებს, რომელთა აღმოჩენაც აფერხებს მერიის მიერ წარმოებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს და იწვევს დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს. ავტორებს მიაჩნიათ, რომ ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს „საკითხის კომფორტულად გადაწყვეტას დროის საკითხში“.

კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ფრაქციამ „გახარია – საქართველოსთვის.“

პლენარულ სხდომაზე გამოსვლით ისარგებლა სოფო ხორგუანმა და განაცხადა, რომ კანონის პროექტის უკან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით სავალალო გადაწყვეტილება დგას.

„ირაკლი კობახიძე კახა კალაძის საქმიანობაზე პასუხისმგებლობას ირიდებს. კობახიძის ეს პოზიცია არ მიკვირს და ვაღიარებ, რომ მესმის – შეუძლებელია და რთულია პასუხისმგებლობა აიღო დედაქალაქის მერზე, რომელიც თავად აცხადებს, რომ პასუხისმგებელია მხოლოდ საკუთარ თავზე. დიახ, მოცემულობაა, რომ ირაკლი კობახიძეს ზოგადად პასუხისმგებლობის აღება უჭირს – მას თანამდებობა უნდა, მაგრამ პასუხისმგებლობა, რომელიც ამ თანამდებობას მოჰყვება გააზრებული არა აქვს.

კანონპროექტი სწორედ ამას ადასტურებს. ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა სულ უფრო მეტად ამტკიცებდეს ისეთ ღონისძიებებს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს დაიცავდა, პრაქტიკულად, ამ პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებს.

კულტურული მემკვიდრეობა არის საგანძური. სააგენტო ძალიან კარგი, პროფესიონალი ახალი უფროსი ჰყავს და მისი პრინციპულობის იმედი გაქვს

თურმე ჩვენი კარის „დელეცი“ არ უნდა შეყოვნდეს. „დელეცი“ ჰქვია ადამიანს, რომელიც ფიქრობს, როგორ აარიდოს კანონს თავი და არა ბიზნესმენი, კომერსანტი ან საქმოსანი. ასეთები გვყავდა, მაგალითად, ვანო სარაჯიშვილი, მაგრამ ახლა ბევრი „დელეცი“ გვყავს“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.