პარლამენტში შესვლისთანავე ლუსტრაციის კანონის ინიცირებას ვგეგმავთ – „ლელო“

პუბლიკა

პოლიტიკური პარტია „ლელო“ აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლისთანავე ლუსტრაციის კანონის ხელახალ ინიცირებას გეგმავენ.

როგორც ბრიფინგზე პარტიის წევრმა, ლევან კობერიძემ განაცხადა, 2 წლის წინ მცდელობა ჰქონდა, ლუსტრაციის კანონის ინიცირება დაეწყო თუმცა, „ქართული ოცნების“ ჯგუფში ამან მხარდაჭერა ვერ მოიპოვა

„თუკი გვინდა, რომ დავემშვიდობოთ საბჭოურ წარსულს და აზროვნებას და ქვეყანა წავიდეს პროგრესისკენ, იმისათვის, რომ დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი; იმისათვის, რომ მომავალმა თაობებმა შეძლონ უკეთესი საქართველო შენება; იმისათვის, რომ ქვეყანამ იაროს პროგრესის გზით, ლუსტრაციის კანონი არის დაუყოვნებლივ მისაღები…

ყველაზე მთავარი ჩვენი ამოცანაა,  განსაკუთრებული შეზღუდვისა და აკრძალვის დაწესება იმ პოლიტიკური და საჯარო პირებისთვის, რომლებიც თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რუსეთის სპეცსამსახურებთან,“ – განაცხადა კობერიძემ.