პარლამენტთან დღევანდელ აქციაზე 2 პირი დააკავეს

პუბლიკა

პარლამენტთან დღევანდელ აქციაზე ორი პირი დააკავეს.

როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი – 166-ე და 173-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დღეს თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქციის მონაწილეები არ დაუკავებიათ და ისინი ტერიტორიიდან განარიდეს.

შსს-ში განმარტავენ, რომ აქტივისტები ამ განცხადების შემდგომ დააკავეს.

დღეს, პოლიციას პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჰქონდა ჩახერგილი, ამას გარდა, ქუჩებს პოლიციის გაძლიერებული კორდონები იცავდა.

LB loan image desktop LB loan image mobile