პარლემენტის წინ ტერიტორია შემოღობეს

პუბლიკა

დღეს დილიდან პარლამენტის წინ ტერიტორია რკინის ჯებირებითაა შემოღობილი.

პრესსამსახურის ცნობით, შემოღობვის მიზეზებზე დედაქალაქის მერი თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრებს.

ეს არის ტერიტორია, სადაც ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პერმანენტულ აქციებს მართავდა. აქ განთავსებული იყო სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი. ის უკვე წლებია შვილის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. აღნიშნული კარავი მერიამ წინასაახალწლოდ აიღო და მის ადგილას საბავშვო ატრაქციონები დადგა.

ამ მომენტისთვის ატრაქციონები უკვე აღებულია, თუმცა ტერიტორია მწვანეგადასაფარებლიანი მოაჯირებითაა შემოსაზღვრული.