„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია რესპუბლიკის მოედნიდან ოპერასთან გადაინაცვლებს და მთავარ აქციას არ შეუერთდება

პუბლიკა

„პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანთან 5 საათზე შეიკრიბებიან. როგორც ირმა ინაშვილმა „პირველ არხს“ უთხრა, აქცია შემდეგ რესპუბლიკის მოედნიდან ოპერასთან გადაინაცვლებს.

ირმა ინაშვილის თქმით, ისინი დამოუკიდებლად მართავენ აქციას და არავის არ შეუერთდებიან. „პატრიოტთა ალიანსის“ აქციას შეუერთდება „ქართული მარშიც“.

დღეს, 3 საათიდან  სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ ოპოზიციური პარტიის წევრები და მხარდამჭერები, ისინი მსვლელობით პარლამენტთან მიდიან, სადაც ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მთავრობისა და პრემიერის გადადგომა და რიგგარეშე პროპორციული არჩევნებია.

 

LB loan image desktop LB loan image mobile