პეტრე I იბრუნებდა ტერიტორიებს, როგორც ჩანს, ეს ჩვენც გვხვდა წილად - პუტინი

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თანამედროვე რუსეთის პეტრე I-ის დროინდელ იმპერიას შეადარა და განაცხადა, რომ პეტრე I-ის მსგავსად ახლაც ბედისწერით ერგოთ „ტერიტორიების დაბრუნება“.

„პეტრე I 21 წელი აწარმოებდა ჩრდილოეთის ომს. ჩანდა, თითქოს შვედეთს ებრძოდა რაღაცების წასართმევად. ის არაფერს იტაცებდა! ის იბრუნებდა! დიახ, აბა როგორ“, – განაცხადა პუტინმა და ამის მაგალითად მოიყვანა ტერიტორიები, სადაც დღეს სანკტ პეტერბურგია გაშენებული.

მისი თქმით, როდესაც პეტრემ ახალი დედაქალაქი დააარსა, ევროპის ქვეყნები მას კვლავ შვედეთად მიიჩნევდნენ. თუმცა, იქ ძველი დროიდან სლავები ცხოვრობდნენ.

„როგორც ჩანს, ჩვენც გვხვდა წილად [ისტორიული ტერიტორიების] დაბრუნება და განმტკიცება. თუ გამოვმდინარეობთ იქედან, რომ ეს ძირეული ფასეულობები წარმოადგენენ ჩვენი არსებობის საფუძველს, ჩვენ, ეჭვგარეშეა, რომ წარმატებას მივაღწევთ იმ ამოცანების გადაჭრაში, რომლებიც ჩვენს წინაშეა“, – განაცხადა პუტინმა.