პირველ კვარტალში უნდა მივიღოთ AstraZeneca-ს ვაქცინის დაახლოებით 490 ათასამდე დოზა | გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „რეალური სივრცის“ ეთერში განაცხადა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველო AstraZeneca-ს ვაქცინის დაახლოებით 450-490 ათასი დოზას მიიღებს.

„ჩვენ გარანტირებული გვაქვს გარკვეულად, რომ პირველ კვარტალში უნდა მივიღოთ AstraZeneca-ს დაახლოებით 450-490 ათასი დოზა, ეს დიდი ალბათობით, მთელი წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ 1 400 000 დოზა AstraZeneca-ს​ ვაქცინის.

პარალელურად, მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოების საშუალებით ევროკავშირის ქვეყნებთან, მწარმოებლებთან, კორეაში, ინდოეთში, კანადაში, ასევე ევროკავშირის მდიდარ ქვეყნებთან, თავისი ჭარბი დოზებიდან, დაახლოებით უკვე გვაქვს რიცხვებიც, თუ რას გვიპრდებიან”. – თქვა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ამირან გამყრელიძემ დღეს ასევე განაცხადა, რომ 29 იანვარს გადაწყდება, პირველ ეტაპზე მივიღებთ თუ არა ძალიან ლიმიტირებულ რაოდენობით Pfizer-ის ვაქცინას.