პირველად, EU-ში ამერიკული გათხევადებული გაზის იმპორტმა რუსულ გაზს გადააჭარბა

პუბლიკა

ისტორიაში პირველად, ევროკავშირში აშშ-დან მიღებულმა გათხევადებული გაზის იმპორტმა რუსეთიდან იმპორტირებულ გაზს გადააჭარბა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა ამერიკულ გაზზე დაიწყო გადასვლა, რუსეთისგან კი გაზის შესყიდვის შეჩერება დაიწყო. ამასთან, რუსეთმა გაზის საფასურის რუბლებში გადახდა მოითხოვა და ქვეყნების ნაწილს, რომლებმაც უარი თქვეს ამ პრინციპზე, ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე შეუწყვიტა.

საბოლოოდ, როგორც საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელი წერს, ივნისის თვეში ევროკავშირმა აშშ-გან გათხევადებული გაზის უფრო მეტი რაოდენობა შეიძინა, ვიდრე მათ რუსეთისგან მილსადენებით იყიდეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ივნისში აშშ-დან ევროკავშირში იმპორტირებული გათხევადებული გაზის მოცულობამ თითქმის 4.5 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია.