უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფოგრაფიკას აქვეყნებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ნათესავების რუსულ ბიზნესკავშირებზეა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ნათესავების რუსული ბიზნესების შესახებ ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ აჩვენა რატომ თქვა უარი საქართველოს მთავრობამ სანქციების დაწესების განხილვაზე. რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის რუსული ბიზნესის გამო. დავით არახამია მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე საუბრობს. „დეოლიგარქიზაცია“ ყველა პრორუს ოლიგარქს ელის.“ – წერს პოდოლიაკი.
.@Transparency_GE показала, чим зумовлена відмова уряду Грузії розглядати санкції щодо 🇷🇺. Звичайно, 🇷🇺 бізнесом місцевого «господаря життя» Іванішвілі. Давид Арахамія пропонує запровадити проти нього жорсткі санкції. Кожного проросійського олігарха чекає «деолігархізація». pic.twitter.com/F1or1MpHMa
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) April 28, 2022