პოლიციელი, რომელიც ლისის გზაზე ავტომანქანით მოზარდს დაეჯახა, დაკავებულია

პუბლიკა

პოლიციელი, რომელიც საპატრულო პოლიციის ავტომანქანით ქვეითად მოსიარულე მოზარდს დაეჯახა, დაკავებულია. ინფორმაციას პროკურატურაში ადასტურებენ.

ლისის გზაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე, რა დროსაც 12 წლის მოზარდი დაიღუპა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

,,გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე ლისის გზაზე  მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა”, – წერს პროკურატურა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით  დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.