Politico: ბლინკენმა ამერიკელ კანონმდებლებს უთხრა, რომ შესაძლოა, აზერბაიჯანი სომხეთში შეიჭრას 

პუბლიკა

გამოცემა Politico-ს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ამერიკელი კანონმდებლების მცირე ჯგუფი სომხეთში აზერბაიჯანის შესაძლო შეჭრის შესახებ გააფრთხილა.

Politico-ს ინფორმაცია 2-მა წყარომ მიაწოდა.

ბლინკენის ადმინისტრაცია ღრმად შეშფოთებულია იმის გამო, რომ აზერბაიჯანმა შესაძლოა დაიწყოს ოპერაციები „სეპარატისტულ რეგიონში ქვეყნის დასავლეთით და რომ არსებობს შესაძლებლობა, კონფლიქტის ზონა გაფართოვდეს”.

Politico-ს სტატიის თანახმად, წარსულში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სომხეთს უწოდა ღია „დერაფანი” სამხრეთ საზღვართან, რომელიც აზერბაიჯანს დააკავშირებს იმ ექსკლავთან, რომელიც თურქეთს და ირანს ესაზღვრება. ალიევი დაიმუქრა კიდეც, რომ ამ „პრობლემას ძალით მოაგვარებს”.

კანონმდებლებთან საუბრისას ენტონი ბლნკენმა თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ეძებს გზებს, რათა აზერბაიჯანს პასუხისმგებლობა დააკისროს, ამასთან, არ აპირებს, განაახლოს ნებართვა, რომელიც აშშ-ს უფლებას აძლევს, ბაქოს სამხედრო დახმარება გაუწიოს. ბლონკენმა დასძინა, რომ დეპარტამენტი ხედავს შესაძლებლობას, აზერბაიჯანი სომხეთში უახლოეს რამდენიმე კვირაში შეიჭრას.

მიუხედავად ამისა, სახელმწიფო მდივანს აქვს რწმენა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს.

სახდეპმა Politico-ს აღნიშნული ინფორმაციის შესახებ კომენტარზე უარი უთხრა, თუმცა, გამოხატა მხარდაჭერა სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კონფლიქტის „პირდაპირი მოლაპარაკებების“ გზით მოგვარების რწმენა.