პოლონეთი მზადაა, აშშ-ის ბირთვული იარაღი პოლონეთში განათავსოს - კაჩინსკი

პუბლიკა

პოლონეთი მზად არის, რუსული აგრესიის შესაჩერებლად აშშ-ის ბირთვული იარაღი პოლონეთში განათავსოს. ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია პოლონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„თუ ამერიკელები გვთხოვს აშშ-ის ბირთვული იარაღის პოლონეთში განთავსებას, ჩვენ ღია ვიქნებით ამისთვის“, – განაცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ.