პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა და რადას მიმართავს

პუბლიკა

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა კიევში ჩავიდა. დუდა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს და უკრაინის პარლამენტში, უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა.

პოლონეთის პრეზიდენტი იქნება სხვა ქვეყნის პირველი ლიდერი, ვინც ომის დაწყების შემდეგ რადას წინაშე ფიზიკურად წარსდგება. პოლონეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დუდა პატივს მიაგებს უკრაინისა და ევროპის მომავლისთვის დაღუპულებს და ისაუბრებს პოლონეთისა და უკრაინის ისტორიაზე.

წელს, უკრაინაში ეს უკვე დუდას მესამე ვიზიტია. პოლონეთის პრეზიდენტი კიევში პირველად ომის დაყწების წინა დღეს, 23 თებერვალს ჩავიდა, მეორედ კი 13 აპრილს.