პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა, დუდა ბაიდენს უნდა დახვედროდა

პუბლიკა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას თვითმფრინავი ვარშავაში ავარიულად დაეშვა. დუდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უნდა დახვედროდა პოლინეთის ქალაქ ჟეშოვის აეროპორტში – ინფორმაციას პოლონური მედია პრეზიდენტის ადმინიზტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ავარიული დაშვების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. პოლონეთის პრეზიდენტი სარეზერვო თვითმფრინავით უკვე ჩაფრინდა ქალაქ ჟეშუვში.

ამერიკის პრეზიდენტიც უკვე პოლინეთშია, იგი აპირებს ლტოლვილების მონახულებას და საზღვარზე არსებული ვითარების გაცნობას.