პოლონეთის საგარეო უწყება: შეშფოთებულები ვართ ნიკა გვარამიას დაკავების გამო

პუბლიკა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„პოლონეთი შეშფოთებულია მთავარი ოპოზიციური არხის დირექტორის და მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირის დაკავების გამო, გადაწყვეტილება შესაძლოა უარყოფითად აისახოს კანონის უზენაესობის აღქმაზე და მედიის თავისუფლებაზე საქართველოში“

 

გუშინ ნიკა გვარამია მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და საბოლოო სასჯელის სახედ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით.

LB loan image desktop LB loan image mobile