POSTV-მ სატელევიზიო მაუწყებლობა დაიწყო

პუბლიკა

ტელეკომპანია POSTV-იმ 25 ნოემბრიდან სატელევიზიო მაუწყებლობა დაიწყო.

კომპანიას საერთო მაუწყებლის ლიცენზია აქვს და ხელმისაწვდომი იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით.

შალვა რამიშვილის თქმით, ტელეკომპანიის ეთერში გავა საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის გადაცემები,  მათ შორის, ისინი, რომლებიც აქამდე გადიოდა ონლაინტელევიზია პოსტ TV-ის ეთერში.

„ახლა ვართ ეთერში 25 ნოემბრიდან. ეს არის საერთო მაუწყებლობა. გვაქვს საინფორმაციო, გასართობი, ანალიტიკური გადაცემები, რაც პოსტ TV-ში იყო – ფორმაშეცვლილი, მაგრამ იდეა იგივე რჩება. ეს არის მიმდინარე მოვლენების ახალი ხედვა.“ – გვითხრა შალვა რამიშვილმა. რამიშვილმა დასაქმებულთა რაოდენობისა და ბიუჯეტის შესახებ შეკითხვაზე არ გვიპასუხა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „პოსტვის“ საერთო მაუწყებლობის ავტორიზაციაზე გადაწყვეტილება 21 ნოემბერს მიიღო.

შპს „პოსტვის“ აღმასრულებელი დირექტორი და 28%-იანი წილის მფლობელი არის თემურ ჭარელაშვილი; დირექტორი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში და 16%-იანი წილის მფლობელი არის ნუგზარ რუხაძე; 16%-იანი წილის მფლობელია ზვიად ბლიაძე; 24%-იანი წილის მფლობელია შალვა რამიშვილი, 8%-8%-იანი წილის მფლობელები  – ანა შენგელია  და ვახტანგ კომახიძე.

LB loan image desktop LB loan image mobile