პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აქ წამოვსულიყავით - მარგველაშვილი

პუბლიკა

„[მე და სააკაშვილმა] ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აქ წამოვსულიყავით; გვეჩვენებინა უკრაინელი ხალხისთვის, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით”, – ამის შესახებ „მთავარ არხთან” საუბრისას ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომელიც უკრაინაში იმყოფება.

„ჩვენ უკრაინაში ჩამოვედით იმისთვის, რომ ქართველი ხალხის, საქართველოს ფაქტობრივად ყველა მოქალაქის სურვილი ავასრულოთ, რომ მაღალი დონის წარმომადგენლობა იყოს წარმოდგენილი უკრაინაში; აჩვენოს კიდევ ერთხელ უკრაინელ ხალხს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ; აჩვენოს კიდევ ერთხელ მებრძოლ ქართველებს, რომ მათ გვერდით ვდგავართ და ეს გრძნობა იყო ის, რაც გარკვეულ ხინჯად მქონდა მეც და იგივე ემოცია ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აქ წამოვსულიყავით და გვეჩვენებინა უკრაინელი ხალხისთვის, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და რომ ეს ერთად დგომა არის უცვლელი და ამას არ ცვლის არაფერი“, – აცხადებს მარგველაშვილი „მთავარ არხთან“ საუბრისას.


„ნაციონალური მოძრაობის” წევრები – ნიკა მელია, ეკა ხერხეულიძე, კობა ნაყოფია და საქართველოს ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში იმყოფებიან.