პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეთანხმების ხელმოწერას აპროტესტებენ

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სადაც პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები პოლიტიკური მხარეების მიერ შარლ მიშელის ჩართულობით შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერას აპროტესტებენ.

„ეს ადამიანები ამომრჩევლებს მათი ხმების დაცვას დაპირდნენ, მაგრამ ამ დაპირებას ვერ ასრულებენ, შესაბამისად, ისინი ღალატობენ საკუთარ ამომრჩევლებს. ჩვენი მოთხოვნა იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ეს მოთხოვნა ძალაშია“, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა ლაშა ხუსკივაძემ.

ისინი ამბობენ, რომ მოქალაქეები თავიანთ პოზიციას 15 მაისის აქციაზე დააფიქსირებენ.