პრეზიდენტის გამოსვლა იყო შინაარსიანი და მნიშვნელოვანი - ჰარცელი

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში იყო მნიშვნელოვანი.

კარლ ჰარცელი პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოხსენების წარდგენას დაესწრო. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

„მისი გამოსვლა იყო შინაარსიანი და მნიშვნელოვანი. მოუთმენლად ველი, რა რეაქცია მოჰყვება ამას და რა ტიპის დისკუსია დაიწყება საქართველოში მომდევნო დღეებში“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

პრეზიდენტის გამოსვლას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: