პრინციპული საკითხია ღიად მხარდაჭერა - ბოკერია პრაიდის კვირეულის შესახებ

პუბლიკა

პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების განცხადებებს ეხმაურება პრაიდის კვირეულის შესახებ.

გიგა ბოკერიას თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების განცხადებები პირდაპირ ძალადობის წახალისებაა, ხოლო ივანიშვილის რეჟიმი, რომელსაც ვალდებულება აქვს ყველა მოქალაქის დაცვის, სიგნალს უშვებს, რომ მოსახლეობის კონკრეტულ ნაწილს არ აქვს იგივე უფლებები, რაც ყველა დანარჩენს.

მისი თქმით, ამ მანიფესტაციის ღიად მხარდაჭერა პრინციპული საკითხია და მას მხარი უნდა დაუჭიროს ყველამ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი და თავისუფლება.

„ეს არის საფრთხე არა მხოლოდ ამ უმცირესობის ჯგუფისთვის, რომელიც ყველაზე უფრო მძიმე მდგომარეობაშია, სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულებისა და ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის გამო, არამედ ყველა ჩვენგანის თავისუფლების საფრთხეა.

ამიტომ არის პრინციპული საკითხი ამ მანიფესტაციის ღიად მხარდაჭერა ყველა მოქალაქის, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალის მხრიდან, ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის მომავალი, თავისუფოლება და ჩვენი თავისუფლება არის ძვირფასი.“ – განაცხადა ბოკერიამ.


Tbilisi Pride-ის ინიციატივით, 5 ივლისს „ღირსების მარში“ გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, გარდა „ღირსების მარშისა“ მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ფესტივალი და სხვა კულტურული ღონისძიებები. „ღირსების მარშის“ სლოგანი იქნება – „გამოდი სოლიდარობისთვის“.



LB loan image desktop LB loan image mobile