პროკურატურა ნიკა მელიაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

პუბლიკა

„ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ნიკას მელიას მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. „პუბლიკას“ პროკურატურაში განუცხადეს, რომ სხდომა 10 მარტს გაიმართება.

„ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო მის მიმართ წარდგენილ ერთ მუხლში [სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება] და 25-ათასლარიანი ჯარიმა შეუფარდა. ასევე, შეუზღუდა 2 წლითა და სამი თვით თანამდებობის დაკავება.  სასამართლომ 2019 წლის 2 დეკემბერს გამოიტანა განაჩენი, რის შედეგადაც ნიკა მელიას საპარლამენტო უმრავლესობამ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არც ერთი არ ყოფილა.