პროკურატურამ 15 წლის მოზარდის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ასევე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 30 მაისს, თბილისში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარი გარჩევისა და ჩხუბის დროს, ბრალდებულმა, განზრახ მოკვლის მიზნით, 15 წლის მოზარდს ჭრილობები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

პროკურატურა სასამართლოში არასრულწლოვნის მიმართ პატიმრობის გამოყენებას იშუამდგომლებს.

არასრულწლოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.