პუტინი გამარჯვების დღეს ულოცავს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, „საქართველოს და უკრაინის ხალხებს“

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის მისალოც განცხადებას ავრცელებს.

[ციტატა განცხადებიდან:] „დიდ სამამულო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინმა მილოცვა გაუგზავნა აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვას, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ლიდერებსა და მოქალაქეებს. დონეცკის სახალხო რესპუბლიკას, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას, ასევე საქართველოსა და უკრაინის ხალხებს“, – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„დღეს საერთო მოვალეობაა, თავიდან ავიცილოთ ნაციზმის აღორძინება, რომელმაც ამდენი ტანჯვა მოუტანა ხალხს სხვადასხვა ქვეყნიდან. აუცილებელია, შევინარჩუნოთ და შთამომავლობას გადავცეთ ომის წლებში მომხდარი მოვლენების, საერთო სულიერი ფასეულობებისა და ძმური მეგობრობის ტრადიციების შესახებ“, – ნათქვამია ქვეყნების ლიდერების მისამართით გაგზავნილ წერილებში.

დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რეპუბლიკების ხელმძღვანელებისადმი მილოცვის ტექსტში პუტინი აცხადებს, რომ დღეს რუსი სამხედროები მათი წინაპრების მსგავსად „იბრძვიან მშობლიური მიწის ნაცისტური სიბინძურისგან გასათავისუფლებლად  და გამოთქვამენ რწმენას, რომ როგორც 1945 წელს, გამარჯვება ჩვენი იქნება“.