პუტინის თქმით, ზოგი ქვეყნის მიერ ცის ჩაკეტვა კონფლიქტში ჩართვად იქნება აღქმული

პუბლიკა

რუსული ავიაკომპანიების ქალ თანამშრომლებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ცის ჩაკეტვის მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი განხილული იქნება, როგორც შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვა.

„გვესმის, რომ საჭიროა დახურული საფრენი ზონის შექმნა უკრაინის ტერიტორიაზე. ამის გაკეთება შეუძლებელია თავად უკრაინის ტერიტორიაზე. შეიძლება მხოლოდ ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში, მაგრამ ამ მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ჩვენს მიერ განხილული იქნება, როგორც მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში იმ მხარის ტერიტორიიდან, საიდანაც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის საფრთხე შეიქმნება. იმავე წამიდან მათ განვიხილავთ როგორც სამხედრო კონფლიქტის მონაწილეებს და უკვე სულერთი იქნება რომელი ორგანიზაციების წევრები არიან. ამიტომ, ვიმედოვნებ, ამის გაგება არსებობს“, – განაცხადა პუტინმა.