ქარელში ქალი მოკლეს, ბრალდებული დაკავებულია – შსს

პუბლიკა

ქალის მკვლელობის ბრალდებით ქარელის სოფელ ავლევში 1 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებული ნაცნობი ქალი – თ.ჩ. გაგუდა. პოლიციამ თ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა.

შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.