„ქართლში“ მცხოვრები 43 დევნილი ოჯახი, ახალ საცხოვრებელ ფართს მიიღებს - სააგენტო

პუბლიკა

დევნილთა სააგენტოს ცნობით, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები, ადმინისტრაციული დაპირების მქონე, ორ ოთახიანი ბინის მომლოდინე 43 დევნილი ოჯახი, ახალ საცხოვრებელ ფართს მიიღებს.

როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ჯაბა სირბილაძემ, დევნილთა საინიციატივო ჯგუფთან მორიგ შეხვედრაზე განაცხადა, უახლოეს მომავალში ორ ოთახიანი ბინის კანდიდატი დევნილი ოჯახები ახალი საცხოვრებელი ფართებით სრულად დაკმაყოფილდებიან.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ 40 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი უკვე გადაეცა. ორ ოთახიანი ბინის კანდიდატი 43 დევნილი ოჯახი ახალი ბინას თბილისში მიიღებს, ორი დევნილი ოჯახი კი რეგიონში განსახლდება. ჯაბა სირბილაძის განმარტებით საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროცესი აქტიურ ფაზაშია, 2022 წელს კი ადმინისტრაციული დაპირების შესაბამისად, „ქართლში“ მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი, ეტაპობრივად განსახლდება.“