ქართული ლეგიონი: უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა 

პუბლიკა

უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის” ინფორმაციით, დონეცკის მიმართულებით შეტევითი ოპერაციის დროს 2 ქართველი ჯარისკაცი რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა.

ასევე, ქართული ლეგიონის ცნობით, დაჭრილია ცხრა მებრძოლი, რომელთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა.