„ქართული ოცნების“ სამდივნოს წევრების ვინაობა ცნობილია

პუბლიკა

დღეს, 23 იანვარს „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. ბიძინა ივანიშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვებისა და ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, პოლიტსაბჭომ პარტიის სამდივნო დააკომპლექტა.

პარტიის სამდივნოს წევრების ვინაობა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე დაასახელა:

  • აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე
  • გენერალური მდივანი — კახა კალაძე;
  • პოლიტიკური მდივანი — ირაკლი ღარიბაშვილი;
  • საერთაშორისო მდივანი — კახა კუჭავა;
  • რეგიონალური მდივანი — დიმიტრი სამხარაძე.