ქართველებმა იციან, ვინაა დამნაშავე ევროკომისიის ასეთ შეფასებაში - გალერი ღარიბაშვილს

პუბლიკა

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება. პრემიერმა გუშინ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ოპოზიციასთან ერთად, „ევროპის სახალხო პარტია“ და უკრაინის ხელისუფლებაც ეწინააღმდეგებოდა.

მაიკლ გალერი კი წერს, რომ ის დარწმუნებულია, ქართველმა ხალხმა იცის, ვინ დაადანაშაულოს ევროკომისიის ამ პოზიციის გამო.

„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველმა ხალმა, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის დემონსტრირებას ახდენს, იცის, ვინ უნდა დაადანაშაულოს იმაში, თუ რა ხასიათის ტექსტის შემუშავება მოუწია ევროკომისიას, რომ სამართლიანად და სწორად დაესახა საქართველოს მთავრობისთვის ამოცანები“, – წერს მაიკლ გალერი Twitter-ზე.


17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინასა და მოლდოვას, რომ თანდართული პირობებით კანდიდატის სტატუსი მიიღონ.

საქართველოს შემთხვევაში კი ევროკომისია მხარს უჭერს ქვეყნისთვის ევროპული მომავლის დადასტურებას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მოგვიანებით, თუკი ის ევროკომისიის მიერ გაწერილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

LB loan image desktop LB loan image mobile