„ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში ფოტოკონკურსი „ქოლგა“ იმართება

რეკლამა

2022 წლის 10 თებერვლიდან „ქოლგა თბილისი ფოტოს” ფარგლებში იმართება მასშტაბური, საერთაშორისო და პრესტიჟული ფოტოკონკურსი „ქოლგა“.

ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს. 2022 წლის ნომინაციები შემდეგნაირად განისაზღვრა:

  • დოკუმენტური სერია
  • რეპორტაჟი
  • კონცეპტუალური ფოტოპროექტი
  • საუკეთესო კადრი/Best shot/
  • მობილური ფოტო

საპრიზო ფონდი 20 000 ლარია.

“ქოლგა თბილისი ფოტო” 2022 წლის გამარჯვებულები გამოცხადდებიან 2022 წლის 6 მაისს.

“ქოლგა თბილისი ფოტო”  უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, უფასო ვორქშოფებს, სემინარებსა და პორტფოლიოების განხილვებს. საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდება ფოტოექსპერტების, კურატორების და ფოტოგრაფების ხელმძღვანელობით. განათლების სექციის განვითარება “ქოლგა თბილისი ფოტოს” ფარგლებში ხაზს უსვამს ჩვენს ხედვას, რაც ფოტოხელოვნების, როგორც მედიის ერთ-ერთი ახალი ფორმის, კიდევ უფრო პოპულარიზაციასა და განვითარებას გულისხმობს საქართველოში.