ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, სადაც პარლამენტის ყოფილ შენობა იყო ტექნოლოგიური ჰაბი გახსნა.
„მოხარული ვარ, რომ შენობა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების კორუფციის სიმბოლო, დღეიდან სრულიად ახალ ფუნქციას შეიძენს… ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი.
აქ იფუნქციონირებს საქართველოს ყველაზე დიდი ტექნოპარკი, ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, TUMO-ს საერთაშორისო ტექნოლოგიური სკოლა, ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი, სტარტაპებისთვის განკუთვნილი სივრცეები და თანამედროვე ლაბორატორიები – რობოტიკის, ელექტრონიკის, დრონების, ხელოვნური ინტელექტის, ვირტუალური რეალობისა და სხვა მიმართულებებით.
მთავრობის ხელშეწყობით, 300-ზე მეტმა ინოვაციურმა და მაღალტექნოგიურმა სტარტაპმა 800 მილიონ ლარზე მეტი ეკონომიკური სარგებელი შექმნა, დასაქმდა 4000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე და საქართველო რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ცენტრად ჩამოყალიბდა” – განაცხადა ჰაბის გახსნაზე ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის განვითარებას ხელს შეუწყობს როგორც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ჰაბს კვალიფიციური კადრებითა და კვლევითი რესურსით უზრუნველყოფს, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მის საერთაშორისო დაკავშირებადობასა და რეგიონულ მნიშვნელობას გააძლიერებს.
დღეს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნას ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები, საპატრიარქოს წარმომადგენლები, დაპლომატიური კოროუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობა 2018 წელს დაიკეტა. 2024 წელს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ამ ადგილას ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობას აპირებდა.