ქვეყანაში კორონავირუსით 153 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2020-2022 წლების ანგარიშში, რომელიც კოვიდ 19- ს შეეხება, ნათქვამია, რომ 1-ელი ივლისის მდგომარეობით, კორონავირუსით 153 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა. ანგარიშის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ინფიცირებულ ქალებში ლეტალობამ 0.4%, ხოლო კაცებში – 1.4% შეადგინა.

სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებები აღინიშნა 53 ლეტალურ შემთხვევაში (34.6%), მათ შორის უმეტეს წილს კარდიოვასკულური დაავადებები შეადგენდა. გარდაცვლილთა შორის კორონავირუსული დაავადების გართულებებად უმეტეს შემთხვევებში ფიქსირდება სასუნთქი სისტემის დაავადებები.

ანგარიშის თანახმად, 2022 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით, COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 59%-ს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა.

საქართველოში პანდემიის დაწყების დღიდან (26.02.20) 2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კოვიდსიკვიდილიანობის კუმულაციური რაოდენობა 16 844 შეადგენს (ლეტალობის მაჩვენებელი 0.98%).

COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 59%-ს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება, მათ შორის 59%-ს აღენიშნებოდა კარდიოვასკულური დაავადებები და ჰიპერტენზია, დიაბეტი – 25.6%-ს,  ხოლო ონკოლოგიური დაავადება – 5.7%-ს.

ყველა ლეტალურ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული.

2020-2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით COVID-19 გარდაცვლილთა შორის, ისევე როგორც ყველა მიზეზით სიკვდილის შემთხვევებში, სჭარბობს 60 წელს ზემოთ ასაკის კატეგორია, რომელიც შეადგენს 86.4%-ს COVID-19-ის მიზეზით ჯამური გარდაცვლილებიდან, ხოლო 60 წელს ქვემოთ ასაკი 13.6%-ს.

როგორც ანგარიშშია განმარტებული, COVID-19-ით ნამატი სიკვდილიანობით ფასდება, მოახდინა თუ არა გავლენა აღნიშნული დაავადების სწრაფმა გავრცელებამ და მასთან დაკავშირებულმა გარდაცვალების შემთხვევებმა სიკვდილიანობის ზოგად მაჩვენებელზე. ნამატი სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკვლევ პოპულაციაში განისაზღვრება, როგორც სიკვდილიანობა რომელიც აღემატება მოსალოდნელ მაჩვენებელს. მომატებული სიკვდილიანობა 2020-2021 წლების განმავლობაში აღინიშნა ევროპის მრავალ ქვეყანაში.

2022 წლის იანვარ-თებერვლის თვეებში აღინიშნებოდა ნამატი სიკვდილიანობა 2015-2019 წლების საშუალო რაოდენობასთან შედარებით, ხოლო მარტის თვიდან ის კლებულობს და უარყოფითი ნიშნული ფიქსირდება აპრილის თვიდან.