რა უნდა წარადგინოთ, თუ უცხო ქვეყნიდან შეერთებულ შტატებში მიემგზავრებით

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ავრცელებს ინფორმაციას, რა დოკუმენტები უნდა ჰქონდეთ თან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, თუ აშშ-ში გამგზავრებას გეგმავენ.

ინფორმაციის მიხედვით, თუ უცხო ქვეყნიდან შეერთებულ შტატებში მიემგზავრებით, უნდა წარადგინოთ COVID-19 ტესტის უარყოფითი შედეგის, ან COVID-19-დან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი საბუთი.


დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 357 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 21 ადამიანი.