რადაში ეკონომიკის კომიტეტი რუსეთის ქონების ნაციონალიზაციას მხარს უჭერს

პუბლიკა

უკრაინის უმაღლესი რადის ეკონომიკური განვითარების კომიტეტი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ამუშავებს კანონპროექტს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ქონების ნაციონალიზაციას გულისხმობს.

„ამჟამად კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ეკონომიკის სამინისტროსთან და ცენტრალური მთავრობის სხვა უწყებებთან კანონპროექტის შემუშავებისთვის. ჩვენ ვითხოვთ ნაციონალიზების რეგულაციის ამოქმედებას მთელ ქონებაზე, რასაც აგრესორი ფლობს უკრაინის ტერიტორიაზე – ობიექტებზე, ფონდებსა და დეპოზიტებზე“, – აცხადებს რადის  ეკონომიკური განვითარების უმაღლესი საბჭოს კომიტეტი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მტრის დასამარცხებლად ეკონომიკური განვითარების კომიტეტი აგრძელებს საჭირო ზომების მიღებას.