რატომ შეიცვალა ავტობუსების სამარშრუტე ნომრები | მერიის განმარტება

პუბლიკა

„ეს ცვლილება განპირობებულია ინტეგრირებული სისტემით, რომელშიც მოექცა როგორც ავტობუსი, ასევე მიკროავტობუსი. რომ არ მოხდეს დუბლირება ამ ნომრების, ამიტომ გახდა საჭირო, რომ შეცვლილიყო სამარშრუტე ნომრები“, – ასე უპასუხეს თბილისის მერიის პრესსამსახურში „პუბლიკის“ შეკითხვას, თუ რატომ შეიცვალა ავტობუსების სამარშრუტე ნომრები.

უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ ახალი ინტეგრირებული სისტემის გამო, შესაძლოა, მიკროავტობუსისა და ავტობუსის ნომრები გამეორებულიყო.


დღეს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ავტობუსების სამარშრუტე ნომრები შეიცვალა. სრული სიის სანახავად, ეწვიეთ ბმულს.