რეგულარული ფრენები 1 თებერვლიდან აღდგება - თურნავა

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ფრენები აღგება 1 თებერვლიდან.

„1 თებერვლიდან ჩვენ მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ გავაუქმოთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები. ყველა ავიაკომპანია, რომლებიც მოქმედებს საქართველოში და ისინიც, ვინც გამოთქვამს შემოსვლის სურვილს, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვასა და შესრულებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა განაცხადა, რომ რეგულარული ფრენები ყველა წესისა და სამედიცინო პროტოკოლის დაცვით იქნება შესაძლებელი.