„რეპრესირებულები მასობრივი რეპრესიების წინააღმდეგ“ - კულტურის სფეროდან გათავისუფლებულების მიმართვა

პუბლიკა

დღეს, მრგვალ ბაღში კულტურის სფეროდან სხვადასხვა დროს გათავისუფლებულმა ადამიანებმა რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია გამართეს და მიმართვაც გაავრცელეს.

„ჩვენ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოდან განდევნილი ადამიანები,

ვისაც წაგვერთვა პროფესიული საქმიანობის უფლება,

ვინც საკუთარ თავზე ვიწვნიეთ სახელმწიფოსგან მართული ცილისწამების და დევნის კამპანია,

ვხედავთ საფრთხეს, რომ ,,უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მეშვეობით რეპრესიები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება და შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომელშიც გაცხადებულია ქართველი ხალხის სურვილი ევროინტეგრაციის შესახებ;

ეს კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის, განათლების, ჯანდაცვის, სიტყვის თავისუფლების თუ სხვა ფუნდამენტურ უფლებებს;

ეს კანონი გულისხმობს რკინის ფარდით საქართველოს იზოლირებას ცივილიზებური სამყაროსგან;

ეს კანონი ემსახურება საქართველოში პუტინის რუსეთის ავტოკრატიული მოდელის დამკვიდრებას.

ჩვენ პატივს ვცემთ კანონის უზენაესობას და თანასწორობას კანონის წინაშე.

ოღონდ, დემოკრატიული და არა ავტორიტარული კანონებისა.

თავისუფლება ადამიანის უმთავრესი ფასეულობაა.

თავისუფალი ადამიანები ქმნიან თავისუფალ ქვეყანას.

მხოლოდ თავისუფალი ქვეყანა იძლევა ღირსეული ცხოვრების, ღირსეული ახალგაზრდობის და ღირსეული სიბერის შესაძლებლობას.

ჩვენ გვინდა თავისუფალი, გამარჯვებული და ევროპული საქართველო.

ამიტომ ვეწინააღმდეგებით კანონს, რომელიც არა წინ, თავისუფალი მომავლისკენ, არამედ უკან, მონური წარსულისკენ წაგვიყვანს” – ნათქვამია მათ მიმართვაში.

განცხადების ტექსტს ხელს აწერენ:

1. იულონ გაგოშიძე
2. თინა ქუთელია
3. ნინო ჯაყელი
4. დინარა ვაჩნაძე
5. ეკა კიკნაძე
6. ნინო ხუნდაძე
7. ნანა ბურჭულაძე
8. ლიკა მამაცაშვილი
9. მარიამ გველესიანი
10. შალვა ლეჟავა
11. ირმა მანაგაძე
12. დავით ნიორაძე
13. თემურ ქანთარია-ჯაბადარი
14. ანა მგელაძე
15. მაია პატარიძე
16. გიორგი გაგოშიძე
17. ნათია ხულუზაური
18. თემურ შარიქაძე
19. გიორგი ფარცხალაძე
20. ნიკი ბაქანიძე
21. მამუკა საღარაძე
22. ეკა კაჭარავა
23. ეკა თაბუკაშვილი
24. ანა შეროზია
25. ირმა დოლიძე
26. მანანა ნიქაბაძე
27. ხათუნა ხარატიშვილი
28. ნანა კვიციანი
29. გიორგი ჯამბურია