რესტორანში ადამიანი ვერ იყენებს პირბადეს, რაც არის დაცვის მთავარი საშუალება - გაბუნია რისკებზე

პუბლიკა

„რისკი რესტორნებში შეფასებულია გლობალურად და არსებობს მტკიცებულება, რომ არის მაღალი, რადგან რესტორანში ადამიანი ვერ იყენებს პირბადეს, რაც არის დაცვის მთავარი საშუალება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ რესტორნების გახსნასთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრისას  განაცხადა.

„რაც შეეხება რესტორნების გახსნას, როგორც იცით, ვსაუბრობთ თანმიმდევრულ გასხნაზე და პირველ რიგში გახსნა შეეხება მაქსიმალურად აუცილებელ, ბაზისურ სერვისებს, რაც არის საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი – ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შედგომ ამას მოჰყვება სკოლა. თუ ჩვენ თანმიმდევრობაზე ვსაუბრობთ, ესაა ლოგიკური თანმიმდევრობა, რაც რისკებისდა მიხედვით ეტაპობრივად უნდა გადავანაწილოთ და ასე გავყვეთ. ასეც არის დაგეგმილი”, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, ეტაპობრივი, თანმიმდევრული და მეცნიერულად დადასტურებული მიდგომები არის ის, რითაც ისინი ხელმძღვანელობენ გახსნის პროცესში.

„გახსნა უნდა იყოს მდგრადი, ამდენად, დღეს გავხსნათ და ხვალ ისევ დასაკეტი გაგვიხდეს… ეს ყველაფერი უკავშირდება ადამიანის სიცოცხლეს, თითოეული 100 ინიციფირებულიდან, ვიცით, რომ 1 არის ლეტალური და ამდენად, ასეთი ტიპის დაშვებები აბსოლუტურად მიუღებელია”, – განაცხადა გაბუნიამ.