Reuters: ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა

პუბლიკა

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ირანის ჯანდაცვის მინისტრის სპიკერმა ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მინისტრის მოადგილე ირაჯ ხარირჩი ინფიცირებულია და ახლა კარანტინში იმყოფება.