როგორ დავიცვათ ბავშვები სიცხისგან | NCDC-ის რეკომენდაციები

პუბლიკა

დაავდებათა კონტროლის ერივნული ცენტრი (NCDC) ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზაფხულის ცხელი დღეები უარყოფითად აისახება ბავშვების ჯანმრთელობაზე, ძლიერმა სიცხემ შესაძლოა, გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა.

როგორც ცენტრში ამბობენ, ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ ის ბავშვები იმყოფებიან, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.

მაღალი სიცხისგან გამოწვეული გართულებების თავიდან ასარიდებლად NCDC-ის რეკომენდაციები:

  • თუ გაქვთ თერმოსტატის მქონე კონდიციონერი, დააყენეთ მისი მაჩვენებელი კომფორტის დონეზე (დაახლოებით 220Сდა 260С-ს შორის), რაც შეამცირებს ბავშვის ენერგიის დანახარჯს;

  • მოამზადეთ ისეთი საკვები, რომელიც არ საჭიროებს ღუმლის გამოყენებას;

  • გაატარეთ რამდენიმე საათი თქვენს შვილთან ერთად გრილ ადგილზე. ეს შეიძლება იყოს ხის ჩრდილი, საცურაო აუზი, შადრევანი ან კონდიცირებადი ადგილები – სავაჭრო ცენტრები, მაღაზია ან ბიბლიოთეკა, მეტრო;

  • ბავშვი აბანავეთ გრილ წყალში, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად (გამოცოცხლებულად); ყოველთვის ადევნეთ მას თვალყური აბაზანაში;

  • გარეთ გასვლა დაგეგმეთ დღის უფრო გრილ პერიოდში;

  • თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას;

  • არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ;

  • დეჰიდრატაცია სახიფათოა. მიეცით ბავშვს სხვადასხვა სითხე, სანამ მოსწყურდება.

ვრცლად რეკომენდაციების შესახებ გაეცანით ინფორმაციას ბმულზე: https://cutt.ly/0LXfdGN