როგორია ვაკის პარკის რეაბილიტაცის პროექტი რენდერების მიხედვით

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 26 აგვისტოს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მომავალი კვირიდან დაიწყება ვაკის პარკის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. მისი თქმით, ვაკის პარკში სამუშაოები დაახლოებით 2 წელი გაგრძელდება. თბილისის მერმა აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე სისტემა, განახლდება მწვანე საფარი და საპარკე ინფრასტუქტურა. მისი თქმით, ვაკის პარკსა და კასკადს შეუნარჩუნდება პირვანდელი სახე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა „დაგი“, რომელიც იმუშავებს ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე. დოკუმენტაციის მიხედვით ხელშეკრულების ღირებულება 16 784  244 ლარია. ხელშეკრულება ძალაში 2020 წლის 4 აგვისტოდან შევიდა.

ვაკის პარკში ასევე დაგეგმილია შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაცია, რისი ტექნიკური პროექტიც ჯერ ჩაბარებული არ არის.

გთავაზობს რენდერებს ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტიდან: