რთულია თქმა, როგორ აისახება ეს ყველაფერი პუტინის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე - ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ CNN-ს ინტერვიუ მისცა.

ის ამბობს, რომ რუსეთის ყურადღება ერთხელ უკვე იყო მიპყრობილი საქართველოსკენ, რომ ისტორიულად ასეთი რამ ძალიან ხშირად მომხდარა და ამიტომ ჩვენ ყურადღებით და შეშფოთებულები ვართ „რადგან გვაქვს საოკუპაციო ზოლი, საქართველოს 20% ოკუპირებულია. ამ ორ რეგიონში რუსეთს ორი დიდი სამხედრო ბაზა აქვს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ მომენტში დაიძრნენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო შეცვლის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს”.

ზურაბიშვილი საუბრობს საქართველსო მიერ გაკეთებულ განაცხადზე „დღეს ჩვენ შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ისევე როგორც მოლდოვამ და მანამდე უკრაინამ. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნების ტრიო ერთი და იმავე გზას მიჰყვებიან. ასე რომ, პუტინს შეუძლია ქვეყნების დაშინება, თუმცა ვერ შეაცვლევინებს ორიენტაციას, ვერ შეცვლის ერის გაბედულებასა და გადაწყვეტილებას, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ეს ნიშნავს უფლებას, რომ ქვეყნები მოკავშირეებს და სასურველ სამხედრო ალიანსებს შეუერთდნენ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ის იზოლირებულია. არავის შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს მის შეხედულებებზე ან აზრი შეაცლევინოს. ახლა ის მთელი მსოფლიოსგან იზოლირებულია. ცხადია, ზოგიერთი ქვეყანა არ ეწინაღმდეგება, თუმცა მათაც კი რუსეთის კურსი არ მოსწონთ. ანუ, ის მარტოა.

როგორ აისახება ეს ყველაფერი პუტინის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, რთული საკითხია. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. არ ვხვდები პუტინს და არ ვიცი, როგორ მოქმედებს ეს მის ფსიქიკაზე, მაგრამ ის ნამდვილად იზოლირებულია მთელი მსოფლიოსგან” – ამბობს პრეზიდენტი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი