„რუსებმა დაგვიტოვეს საჩუქარი, ქიმიური მოწამვლა მივიღეთ“ - ნადიმ ხმალაძე

პუბლიკა

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ამბობს, რომ ის და მისი დაჯგუფება ქიმიური მოწამვლის ნიშნებით ჰოსპიტალში არიან გადაყვანილნი. ამავე ვიდეოდან ირკვევა, რომ საავადმყოფოში 6 მებრძოლი მოხვდა.

„ახლა ვიმყოფებით ჰოსპიტალში. რუსებმა დაგვიტოვეს საჩუქარი, ქიმიური მოწამლვა მივიღეთ და გადმოგვიყვანეს ჰოსპიტალში. ღმერთს მადლობა, კარგად ვგრძნობთ თავს. მეორე დღეა მოწამლულები ვართ“ – ამბობს ნადიმ ხმალაძე.